четверг, 13 октября 2011 г.

ბაობაბი და სამეცნიერო კვლევები

სამეცნიერო კვლევები დადებითად აფასებს ბაობაბის ხილის პროდუქტს. საინტერესოა აგრეთვე სამედიცინო უწყებები, რომლებიც ცალსახად და ღიად აცხადებენ ბაობაბის ხილის ბრწყინვალე შედეგებზე. მაგალითად, 2004 წლის ანემიის საკონსულტაციო ჯგუფის სიმპოზიუმის ანგარიშში ბაობაბის დადებითი შედეგების შესახებ მრავალი რამ ითქვა. სიმპოზიუმის ანგარიშში (40-ე გვ.) ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ბაობაბის ხილმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები გამოიღო.
ნიგერიაში ბაობაბის ხილის პრაქტიკული გამოკვლევა ჩატარდა. მედიცინის მუშაკებმა დაბალი ჰემოგლობინის მქონე 241 ბავშვი შეარჩიეს და დაკვირვება მოახდინეს. ბავშვები 2 ჯგუფად (71/71-ად) გაყვეს; ერთ ჯგუფს საკონტროლო ჯგუფად იყენებდნენ, ხოლო მეორე ჯგუფზე კი დაკვირვებას ახდენდნენ. სამი თვს განმავლობაში, ყოველდღიურ საკვებში მცირე დოზის ბაობაბის ხილის დამუშავებულ ფხვნილს ურევდნენ და ასე კვებავდნენ დაკვირვების ქვეშ მყოფ 71 ბავშვს, ხოლო 71 ბავშვისგან შემდგარ მეორე ჯგუს იგივე საკვებს აძლევდნენ, ბაობაბის გარეშე. სამი თვის შემდეგ გაკეთებულმა სისხლის ანალიზებმა მედიცინის მუშაკები განცვიფრებული დატოვა; იმ ბევშვების სისხლის ანალიზებმა, რომლებიც ბაობაბის ხილს იღებდნენ, აჩვენა რომ რკინის შემცველობამ სისხლში მოიმატა და ჰემოგლობინი უფრო მაღალი ჰქონდათ, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებიც არ იღებდნენ ბაობაბის ხილის ფხვნილს. სამედიცინო ანგარიშში დ-რი ნნამი ამბობდა, რომ ბაობაბის ხილი არაა ძვირი, ის ბუნებრივია და შეიცავს "ც" ვიტამინს, რაც იმისთის შეიძლება იქნეს გამოყენებული რომ ბავშვების ორგანიზმში (სისხლში) რკინის შემცველობამ მოიმატოს და ჰემოგლობინის დონემ მოიმატოს.
აქ განთავსებული ინფორმაცია აღებულია სტატიიდან, 2004 წლის ანემიის საკონსულტაციო ჯგუფის სიმპოზიუმის ანგარიშიდან, (გვ. 40) რომელსაც ქვესათაურად ჰქონდა: "ბაობაბის ხილის ფხვნილმა ნიგერიელ ბევშვებში რკინის შემადგენლობა აწია"

Комментариев нет: