воскресенье, 5 июня 2011 г.

პატარ-პატარა სასწაულები ჩემს ცხოვრებაში


თამარ ცანავა, 58წლის, ექიმი.

    მაწუხებდა ჭარბი წონა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, სახსრების ტკივილი, ცოტა ხნის წინ გადავიტანე ორივე მუხლის სახსრის ანთება, მქონდა ქრონიკული ხველა, ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთება ხშირი გამწვავებებით, გულძმარვა, 30 წელზე მეტი ხნის მშრალი კოლიტი. როგორც ყველა ქალს - ოსტეოპოროზის (ძვლების გამყიფება) ნიშნები, იოდდეფიციტური მდგომარეობა.
   დავლიე ბაობაბლაიფი 2 თვის განმავლობაში, ვიღებდი 2 ჩაის კოვზს დღეში ერთხელ. დაწყებიდან ყოველი თვის ბოლოს ხდებოდა პატარ-პატარა სასწაულები ჩემს ცხოვრებაში. პირველივე დღეებიდან ვიგრძენი ენერგიის მოზღვავება, საოცარი სიმსუბუქე, 2-3 კვირაში გამიქრა სიმსუნაგის შეგრძნება, ტკბილეულზე მოთხოვნა აღარ მქონდა, მადა საგრძნობლად დამიქვეითდა. მეორე კვირიდანვე გამიქრა ტკივილები სახსრებში, საოცრად მსუბუქად დავიწყე მოძრაობა. გამიუმჯობესდა გუნება-განწყობა, დამიბრუნდა ცხოვრების ხალისი, მომიწესრიგდა ძილი, მომეხსნა ხველა. მომიწესრიგდა კუჭ-ნაწლავის პრობლემები, დავიწყე ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებსაც ადრე ვერიდებოდი, ნაწლავების მოქმედება გახდა რეგულარული და ყოველდღიური.
    გამიუმჯობესდა კანის, ფრჩხილების მდგომარეობა, შემიჩერდა თმის ცვენა. გამიქრა ტკივილები ზურგის და წელის არეში.
    რაც მთავარია, დავიწყე წონაში კლება, 2 თვის ბოლოს აღმოჩნდა, რომ დავიკელი     8 კგ-მდე.
    საბოლოო ჯამში, ყოველი კვირის ბოლოს ”აღმოჩენილი” ეს პატარა სასწაულები გადაიზარდა ერთ დიდ სასწაულში - გავხდი სულ სხვა ადამიანი გასუფთავებული ორგანიზმით, ჯანსაღი ენერგიით.
    3 კვირაა, არ ვიღებ ბაობაბლაიფს, მაგრამ ეს მდგომარეობა და შედეგები იგივე რჩება. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ”აღმოჩენა” გავაკეთე: მქონდა სეზონური ალერგიული რინიტი (სურდო) და კონიუნქტივიტი ალვის ხის აყვავებისას, რაც შრომისუუნაროს მხდიდა, თუ არ მივიღებდი ძვირადღირებულ მედიკამენტს. ახლა ეს ალერგია ამ სეზონზე აღარ მაქვს. მე ამას ვხსნი იმით, რომ ჩემი ”გაწმენდილი” ორგანიზმი აღარ რეაგირებს ალერგენებზე.
   არ ვიცი, კიდევ რა პატარა სასწაულები მოხდება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაკავშირებული იქნება ამ არაჩვეულებრივ პროდუქტთან!

1 комментарий:

fiqriasidamonize комментирует...

აი, ეს მჭირდება მე..