понедельник, 13 июня 2011 г.

Baobablaife-ს შედეგი

 39 წლის ქლბატონი. კლიენტის თხოვნით ვინაობა არ სახელდება.


 25 წლის განმავლობაში მაწუხებდა მშრალი კოლიტი მძიმე ფორმით. კუჭის მოქმედება 2 დღეში ერთხელ,ისიც გამორეცხვის საშუალებით,წინააღმდეგ შემთხვევაში მქონდა სისხლდენა,ან მოწამლულის შეგრძნება. სისხლდენების შედეგად ჩნდებოდა ნაპრალი,რომელიც შეხორცების შემდეგ ქმნიდა ნაწიბურს,შემდეგ ისევ სისხლდენა,ისევ ნაწიბური,ოღონდ უფრო სქელი და ა.შ.
 არ შემეძლო რამდენიმე დღით სტუმრად წასვლა. საშველად ყოველი ჭამის წინ უნდა მიმეღო "ეუკარბონი". პროდუქტებიდან – გოგრა,თუთა,მსხალი,კიტრი,რძე,რაც ყოველთვის იოლად ხელმისაწვდომი არ იყო. ხან მარხვა იყო და რძესაც ვერ ვეკარებოდი,ერთადერთი,რაც მუდმივად იოლი ხელმისაწვდომი იყო – ოხრახუში, რომელიც თუ არ მომბეზრდებოდა ჭამის წინ უნდა მიმეღო მინიმუმ 2 კონის ოდენობით.
მეზობლები რომ ხედავდნენ რა რაოდენობის ოხრახუშს ვჭამდი,ზოგი გაკვირვებული ხელახლა სინჯავდა,რა არის ამისთანა,იქნებ ჩვენც მოგვეწონოსო,ზოგიც მეკითხებოდა რამ გაგამწარაო. სოფელში თუ ვაბარებდი გამოსაგზავნად,ვწერდი: საძოვარი გამომიგზავნეთ.


  "ბაობაბლაიფის" მიღებიდან 10 დღის თვაზე შევატყვე,რომ მდგომარეობა გამიუმჯობესდა. 14–ე დღეს შედეგმა მკაფიო სახე მიიღო. რაც არ უნდა მშრალი საჭმელი ვჭამო,უპრობლემო კუჭის მოქმედება მაქვს. დაუფიქრებლად ვჭამ კვერცხსაც და კარტოფილსაც,რასაც ადრე ვერიდებოდი. თავს ვგრძნობ მსუბუქად. მუცლის ღრუში თითქოს სიცარიელეა. 2 კვირაში 67 კგდან 65–მდე ჩამოვედი. შევამჩნიე,რომ დილაობით უფრო ადრეც მეღვიძება. გადავწყვიტე,რომ "ბაობაბის" მიღება არ შევწყვიტო სანამ მე–3 კოლოფიც არ დაიცლება. მაინტერესებს კიდევ რა პრობლემები ამილაგდება.
მადლობა კომპანია "Colors of Life"–ს,მადლობა მათ ვინც ამ პროდუქტის შესახებ მომაწოდა ინფორმაცია.

пятница, 10 июня 2011 г.

ბაობაბლაიფის ერთჯერადი მიღება

       მოზარდი, ბიჭი, მალე უსრულდება 16 წელი. ღამით გააღვიძა მუცლის ტკივილმა კუჭის არეში, მუცელი რბილი იყო, პალპაციისას (ხელით გაინჯვისას) დამატებითი მტკივნეულობა არ აღინიშნებოდა, ენა სუფთა იყო, ნადებების გარეშე. მოზარდი საწოლში ვერ ისვენებდა, უშედეგოდ ეძებდა სხეულის ისეთ მდგომარეობას, რომელიც შეუმსუბუქებდა ტკივილს. შევთავაზეთ ბაობაბლაიფის დალევა იმ გათვლით, რომ, სავარაუდოდ, საკვებით მოწამვლის შემთხვევაში, პროდუქტი დაეხმარებოდა ორგანიზმიდან შხამების გამოყოფაში. თავიდან უარზე იყო, თუმცა მერე დაგვთანხმდა. როგორც კი დაიწყო დალევა (2 ჩაის კოვზი ბაობაბლაიფი ერთ ჭიქა წყალზე), მყისვე ესიამოვნა. ჭიქის დალევისთანავე თქვა, რომ უკეთ ხდება. ტკივილმა იკლო. მოითხოვა კიდევ ერთი ჭიქა, რომლის დალევის შემდეგ თავი კიდევ უფრო უკეთ იგრძნო და ჩაეძინა. მეორე დღეს დილით ჰქონდა ნაწლავების მოქმედება შედარებით თხლად, კუჭის არეში ტკივილი უმნიშვნელო იყო და დღის განმავლობაში სრულიად გაქრა.მომდევნო დღეს თავს უკვე კარგად გრძნობდა.

მრავალმხრივი შედეგი


    ქალი, 39 წლის. უცხო ენების მასწავლებელი. ინდივიდუალურად ასწავლის დილიდან გვიან საღამომდე მრავალი წლის განმავლობაში, ამით არჩენს დიდ ოჯახს. აწუხებდა გადაღლილობა, საერთო სისუსტე, გამოფიტულობის განცდა, ძილის მოშლა, გამოხატული ნევროზულობა, ნერვიული კანკალი, უმნიშვნელო წვრილმანიც მასში იწვევდა მძაფრ ემოციებს და აღშფოთებას. ბავშვობაში გადაიტანა ნეფრიტი, რის გამოც ჰქონდა ჩხვლეტითი ხასიათის უსიამოვნო შეგრძნებები თირკმლების არეში, შარდში აღინიშნებოდა ცილა. სარძევე ჯირკვალში აქვს მასტოპათიური კვანძი, შიშის მომგვრელი უსიამოვნო შეგრძნებებით მკერდში. აწუხებდა შეკრულობა, ალერგია თაფლზე და სხვა საკვებ პროდუქტებზე.
     დაიწყო ბაობაბლაიფის გამოყენება თავიდან დღეში ორჯერ, ორ-ორი ჩაის კოვზის: დილით უზმოზე და საღამოს 9 საათისთვის. ერთი ქილის მიღების შემდეგ იღებდა დღეში ერთხელ, უზმოზე. სულ დალია ბაობაბლაიფის სამი ქილა. თავიდანვე იგრძნო ენერგიის მოზღვავება, დაეულა სიმშვიდე, თანდათან მოუწესრიგდა ძილი, გაუქრა შიშები, ნევროზულობა, საგრძნობლად აუმაღლდა შრომისუნარიანობა. ნაწლავების მოქმედება გაუუმჯობესდა. 2 თვეში წონაში დაიკლო 4 კგ.  გაუქრა თვალისირგვლივი ჩამუქება და ქუთუთოების შეშუპება. თირკმლების არეში აღარ აღენიშნება უსიამოვნო შეგრძნებები, შარდის ანალიზი ნორმალური გახდა, ცილების კვალიც არ აღინიშნება. ძუძუს ულტრაბგერითმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ საგრძნობლად იკლო კვანძის სიმკვრივემ - მიუახლოვდა ჯანმრთელი ქსოვილების ექო-სიმკვრივეს, თანაც გაქრა შემაშინებლად უსიამოვნო შეგრძნებები სარძევე ჯირკვალში. ბოლო დღეებია, აღმოაჩინა, რომ აღარ აქვს ალერგია და შეუძლია მშვიდად მიირთვას თაფლი და შოკოლადი შეუზღუდავად :).
      ”დიდი მადლობა, რომ დამიბრუნეთ ნორმალური ადამიანური ცხოვრება!!!”- ჩვენი კომპანიის მიმართ გამოთქმული გულწრფელი მადლიერება.   
   
Женщина, 39 лет. Преподавательница иностранных языков. Работает индивидуально с учениками с утра до позднего вечера в течение долгих лет. Одна содержит большую семью. Жаловалась на переутомление, общую слабость, замотанность, нарушения сна, сильную нервозность, нервный дрожь, приходила в ярость от незначительных мелочей. В детстве перенесла нефрит, из-за чего имела неприятные ощущения (прокаливание) в области почек, белок в моче. В грудной железе - мастопатический узел, неприятные, наводящие на страшные мысли и страхи ощущения в груди. Имелись жалобы на запор, аллергии на мёд и другие продукты питания. Начала пить баобаблайф, в начале два раза в день – утром натощак и вечером в 9 часов по две чайной ложки. Когда кончился один флакон, перешла на приём один раз в день натощак. В целом получила три флакона баобаблайф. С самого начала ощутила прилив энергии, спокойствие, постепенно урегулировался сон, прошли страхи, исчезло нервозность,  существенно возросло работоспособность. Улучшился стул. Похудела в течении 2 месяцев на 4 кг. Исчезли тёмные круги вокруг глаз и отёчность век. Исчезли неприятные ощущения в области почек, анализ мочи нормальный, без следов белка. Ультразвуковое исследование грудной железы показала, что существенно ослабла плотность узла, исчезли неприятные ощущения в груди. Обнаружила, что аллергии больше нет, спокойно принимает и мёд и неограниченное количество шоколада :). “Большое спасибо, что вернули меня в нормальный человеческий жизнь!!!” – выражение искренней благодарности в адрес нашей Компании.        

среда, 8 июня 2011 г.

ბაობაბლაიფი მწვავე ქოლეცისტიტის და გასტრიტის დროს

მედიცინის დოქტორის  ლალი ღლონტის  ინფორმაცია და კომენტარი :

    პაციენტი აბრამიშვილი ლილი, აწუხებდა მწვავე ქოლეცისტიტი, გასტრიტი, მდგომარეობა იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ ავადმყოფი ჩავარდნილი იყო ლოგინად. თითქმის ყოველდღე სასწრაფო დახმარების მანქანას იძახებდნენ, რომ პაციენტისთვის რაიმე შვება მიეცათ. მივეცით ბაობაბლაიფი. პაციენტს მოეხსნა ძირითადი ჩივილები, მოემატა ძალა, შეძლო ფეხზე დადგომა. შედეგით ძალიან კმაყოფილია.

მედიცინის დოქტორის  ლალი ღლონტის   კომენტარი :
   ჩემი აზრით, ბაობაბლაიფი წარმოადგენს ორგანიზმისთვის ზოგადი იმუნიტეტის ნორმალიზების საშუალებას, რაც მრავალი დაავადების მკურნალობასა და პროფილაქტიკისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მისი მიღების, გამოყენების წესი ძალიან მარტივი, სასიამოვნო და არაინვაზიურია, რაც მიმზიდველობას მატებს მას. დაავადებებიდან ყველაზე მეტად, ალბათ, ეფექტურია კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ენდოკრინული პათოლოგიების (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის), საშარდე სისტემის სხვადასხვა პათოლოგიის დროს, ასევე - ნებისმიერი პათოლოგიის პროფილაქტიკისთვის.

სიცოცხლის გახანგრძლივება სიმსივნის ტერმინალურ სტადიაში

მედიცინის დოქტორის  ლალი ღლონტის  ინფორმაცია:

    პაციენტი დუჩიძე თენგიზი, ჰქონდა შარდის ბუშტის კიბოს IV სტადია, მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, ავადმყოფი იმყოფებოდა სოპოროზულ მდგომარეობაში (კომის წინა სტადია), ნებისმიერ მომენტში მოსალოდნელი იყო ლეტალური გამოსავალი.
    მივეცით ბაობაბის პროდუქტი ბაობაბლაიფი. ამის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა, დაიწყო ჭამა, მიეცა ენერგია და ამის შემდეგ იცოცხლა 2 თვე კიდევ.
     ასეთი შედეგი მიღებულ იქნა სულ ერთი ქილა ბაობაბლაიფისაგან. ეკონომიური მიზეზების გამო ვერ შეძლეს მეორე ქილის შეძენა.

ბაობაბლაიფის მიღების ფონზე საკვებით აღარ ვიწამლები


თამუნა პერანიძე, 37 წლის

ვარ ბაობაბლაიფი მომხმარებელი. პირველივე ფლაკონის დალევისას ვიგრძენი სიმსუბუქე კუჭ-ნაწლავში, ადრე ხშირად ვიწამლებოდი ნებისმიერი საკვების მიღების შედეგად. ახლა კი, რაც ბაობაბს ვიღებ, საერთოს აღარ ვიწამლები. უკვე მეორე ფლაკონს მოვიხმარ და ვგრძნობ, რომ მეწმინდება ღვიძლი, საერთოდ მომეხსნა გულძმარვა, ნებისმიერ საკვებს მივირთმევ თავისუფლად. მიუხედავად ომისა, რომ ძალიან დაძაბულ რეჟიმში მიხდება მუშაობა, ვიგრძენი ენერგიის მომატება, უფრო ხალისიანი გავხდი.

ბაობაბლაიფი აუმჯობესებს ექიმის დანიშნულების ეფექტს


ჩხიროშვილი დარეჯანი, 54 წლის
(ადრე გამოქვეყნებული შედეგების დამატება)

”ჰორმონ  L- თიროქსინთან ერთად ვიღებდი ბაობაბლაიფს. მათი ერთობლივი მიღების ფონზე  თირეოტროპული ჰორმონი 44.01 ერთეულიდან ჩამოვიდა 1.83 ერთეულზე.  ეს შედეგი მიღებულ იქნა თვენახევარში. ადრე ასეთი სწრაფი შედეგი არასდროს მქონია. გამიქრა შეშუპებები სახეზე, რაც ამ ჰორმონის მომატებით იყო გამოწვეული.”

Baobablaife-ს შედეგი

მაია ტატუნაშვილი,27 წლის.
   
     2010 წლის დეკემბერს დამეწყო საშინელი ტკივილები,რომლიც იწყებოდა კისრიდან და მთელს ხერხემალს გადასცემდა. ეს ყველაფერი ღამე კოშმარად მექცა. ისეთი ტკივილი მქონდა ფეხების,რომ 3 თვე არ მიძინია.
გარდა ამისა,იყო სხვა პრობლემებიც,როგორიცაა:
1. გასტრიტი,რაც გამოიწვია გადატანილმა ორმა ოპერაციამ.
ვერაფერს ვჭამდი,კვირების განმავლობაში ხან სულ მაწონს ვიღებდი.
2. ფეხებში საშინელი სიმძიმის შეგრძნება. გაზაფხულის ბოლოს აუცილებლად 1 ყუთი მაინც უნდა დამელია "დეტრალექსი".
3. შედარებით მსუბუქ ფორმაში მქონდა მშრალი კოლიტი.
4. სახეზე მუდმივად მქონდა გამონაყარი.
5. საშინელი თმის ცვენა
6. ვერასოდეს ვიზრდიდი ფრჩხილებს.


აქვე მინდა ვთქვა ჩემი შვილის პრობლემების შესახებ:
6 თვიდან აქვს ცრუ კრუპის პრობლემა. ყველა გრიპიანს ჩვენთან მოსვლა ეკრძალება.
რამდენიმე დღის წინ ოდნავ ხმა შეეცვალა და ცოტა წამოახველა. მაშინვე მივეცი Baobablife და ძალიან გამაოცა. პატარა ხველა ჰქონდა 2 დღე,შეტევის გარეშე და სიცხე საერთოდ არ მიუცია.
  ხოლო მე, 2 თვის მოხმარების შემდეგ ბაობაბმა და Bio-კოსმეტიკამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ.
 საოცარი აღმოჩენაა ჩემთვის Baobablife და Bio–კოსმეტიკა. სულ სახვა სამყაროში აღმოვჩნდი.
 და რაც მთავარია მე და ჩემს ოჯახს აღარ გვეშინია იმ პრობლემების,რაც ზემოთ ჩამოვთვალე,რადგან სახლში მუდმივად გვაქვს Baobablife.



воскресенье, 5 июня 2011 г.

COLORS OF LIFE-ის ბიოკოსმეტიკა: ბიო ლიფტინგის შედეგი 20 დღეში

პატარ-პატარა სასწაულები ჩემს ცხოვრებაში


თამარ ცანავა, 58წლის, ექიმი.

    მაწუხებდა ჭარბი წონა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, სახსრების ტკივილი, ცოტა ხნის წინ გადავიტანე ორივე მუხლის სახსრის ანთება, მქონდა ქრონიკული ხველა, ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთება ხშირი გამწვავებებით, გულძმარვა, 30 წელზე მეტი ხნის მშრალი კოლიტი. როგორც ყველა ქალს - ოსტეოპოროზის (ძვლების გამყიფება) ნიშნები, იოდდეფიციტური მდგომარეობა.
   დავლიე ბაობაბლაიფი 2 თვის განმავლობაში, ვიღებდი 2 ჩაის კოვზს დღეში ერთხელ. დაწყებიდან ყოველი თვის ბოლოს ხდებოდა პატარ-პატარა სასწაულები ჩემს ცხოვრებაში. პირველივე დღეებიდან ვიგრძენი ენერგიის მოზღვავება, საოცარი სიმსუბუქე, 2-3 კვირაში გამიქრა სიმსუნაგის შეგრძნება, ტკბილეულზე მოთხოვნა აღარ მქონდა, მადა საგრძნობლად დამიქვეითდა. მეორე კვირიდანვე გამიქრა ტკივილები სახსრებში, საოცრად მსუბუქად დავიწყე მოძრაობა. გამიუმჯობესდა გუნება-განწყობა, დამიბრუნდა ცხოვრების ხალისი, მომიწესრიგდა ძილი, მომეხსნა ხველა. მომიწესრიგდა კუჭ-ნაწლავის პრობლემები, დავიწყე ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებსაც ადრე ვერიდებოდი, ნაწლავების მოქმედება გახდა რეგულარული და ყოველდღიური.
    გამიუმჯობესდა კანის, ფრჩხილების მდგომარეობა, შემიჩერდა თმის ცვენა. გამიქრა ტკივილები ზურგის და წელის არეში.
    რაც მთავარია, დავიწყე წონაში კლება, 2 თვის ბოლოს აღმოჩნდა, რომ დავიკელი     8 კგ-მდე.
    საბოლოო ჯამში, ყოველი კვირის ბოლოს ”აღმოჩენილი” ეს პატარა სასწაულები გადაიზარდა ერთ დიდ სასწაულში - გავხდი სულ სხვა ადამიანი გასუფთავებული ორგანიზმით, ჯანსაღი ენერგიით.
    3 კვირაა, არ ვიღებ ბაობაბლაიფს, მაგრამ ეს მდგომარეობა და შედეგები იგივე რჩება. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ”აღმოჩენა” გავაკეთე: მქონდა სეზონური ალერგიული რინიტი (სურდო) და კონიუნქტივიტი ალვის ხის აყვავებისას, რაც შრომისუუნაროს მხდიდა, თუ არ მივიღებდი ძვირადღირებულ მედიკამენტს. ახლა ეს ალერგია ამ სეზონზე აღარ მაქვს. მე ამას ვხსნი იმით, რომ ჩემი ”გაწმენდილი” ორგანიზმი აღარ რეაგირებს ალერგენებზე.
   არ ვიცი, კიდევ რა პატარა სასწაულები მოხდება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაკავშირებული იქნება ამ არაჩვეულებრივ პროდუქტთან!